ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


სიახლეები

02 ივლისი, 2026

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი - 68

30 ივნისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების 68 წლისთავისადმი მიძღვნილი ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენციის პირველი დღის პროგრამა მოიცავდა ორ სხდომას, რომლებზეც წარმოდგენილი მოხსენებები მიეძღვნა ბიბლიურ და ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს, კორნელი კეკელიძის ეპისტოლარულ მემკვიდრეობას, სპარსულ ხელნაწერ ტრადიციას, შუა საუკუნეების ისტორიულ ნარატივებს, ქეთევან დედოფლის შესახებ არსებულ წყაროებსა და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიის საკითხებს.

მეორე დღის სხდომა დაეთმო ხელნაწერთა კონსერვაცია-რესტავრაციის პრაქტიკას, ხელნაწერთა ფონდებში დაცული სამეცნიერო ტექსტების კვლევას, სვანეთის მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების შესწავლასა და ხელნაწერთმცოდნეობის თანამედროვე გამოწვევების განხილვას.

კონფერენციის ფარგლებში განხილულმა საკითხებმა წარმოაჩინა ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის აქტუალური მიმართულებები, ხელი შეუწყო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას და პროფესიული საზოგადოებისათვის ახალი კვლევითი შედეგების გაცნობას.